კახაბერ ზარნაძე

კახაბერ ზარნაძე, დაიბადა . თბილისში, 1966 წელს. დაამთავრა . ნიკოლაძის სამხატვრო კოლეჯი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

კახაბერი იყო მხატვარი, ოქრომჭედელი და მესაჭურვლე.

კახაბერ ზარნაძის ნამუშევრები დღეს მსოფლიოს ასზე მეტი ქვექყნის მოქალაქის, მათ შორის, ქვეყნების მმართველთა პირად კოლექციებში ინახება.

კახაბერ ზანაძე არის უკვე მეხუთე თაობის მჭედელი მეიარაღე, რომელმაც საჭურვლის ჭედვის ხელოვნება მიიღო ბაბუისგან, შალვა ზარნაძისგან, ხოლო ხატვის და ფერწერის ცოდნა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ნიკოლოზ თაბუკაშვილისგან.

1984 წლიდან მოყოლებული დღემდე ორგანიზებულ იყო კახაბერ ზარნაძის მიერ შექმნილი ნამუშევრების ათზე მეტი გამოფენაგაყიდვა როგორც საგამოფენო დარბაზებში, ასევე თბილისის ისტორიულ მუზეუმში.

1993 წელს მან ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "ხრიდოლი".

1997 წელს ჩამოაყალიბა ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრი "ჯგირაგი", რომლის ბაზაზეც დღემდე აგრძელებს კვლევით მუშაობას

2000 წელს კახაბერ ზარნაძე საქსონიის პრინცმა აღიარა ცივი იარაღის უბადლ ოსტატად და დააჯილდოვა ჰერცოგის დიპლომით.

კახაბერ ზარნაძის მიერ ოგანიზებულია ოცზე მეტი ექსპედიცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და მან აღმოაჩინა რამდენიმე ათეული ისტორიულად მეტად მნიშვნელოვანი საბრძოლოსაწვრთნელი სისტემა და მასთან დაკავშირებული რიტუალები.

1995 წელს მის მიერ მოძიებული მასალები მოიწონა UNESCO- m და აღიარა მსოფლიოში უნიკალურად.

კახაბერ ზარნაძე ავტორია მრავალი სტატიისა და შემეცნებითი გადაცემისა და ამჟამად, როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების კვლევითი ცენტრის, "ჯგირაგის", ხელმძღვანელი მუშაობს წიგნებზე:

·         ქართული საბრძოლო ხელოვნება – "ზნენი სამამაცონი" (თორმეტტომეული).

·         ქართული ცივი იარაღის (საჭურველის) კატალოგი

·         ქართული ცივი იარაღის ჭედვის ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული რიტუალები.

კახაბერ ზარნაძის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა,ძველი ქართული მჭედლობის აღორძინება, ქართული ორთაბრძოლის ხელოვნების აღდგენა, რათა არ მიეცეს მივიწყებას დღემდე სახელგანთქმული ქართული კუტურული მემკვიდრეობის დღემდე შეგნებულად და მიზანმიმართულად ჩრდილში მოქცეული სფეროები.

კახაბერ ზარნაძის სამჭედლო
მისამართი: თბილისი, სიონის ქ. #8
ტელ: გიგა 899 45 25 08 / ვალერი: 879 55 49 00.

www.kakhaberzarnadze.ge

კახაბერ ზარნაძე (ვიდეო)

 

 

ხმალი ვერცხლის მოოქროვილი ქარქაშით, ვადა–ტარი ვერცხლის მოოქროვილი და გრავირების ტექნიკით შემკული. პირი მოხატულია ბრინჯაოს პერიოდის ანიმალისტიკური სიუჟეტებით და წარწერილია ლექსი მფლობელის სახელზე. თავად გურამიშვილის კოლექცია.  დიდი ბრიტანეთი, ლოდონი

 ***

   

ქართული ხანჯალი. ბ–ნ იგორ ივანოვის პირად კოლექციაში.

***

 

ქართული სატევარი – მოოქროვილი პირით. ბ–ნ გიგი გიგინეიშვილის პირად კოლექციაში.

***

ხანჯალი. ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველის პირად კოლექციაში.

***

  

ხანჯალი ვერცხლის მოოქროვილი ქარქაშით, კამეჩის რქის ტარით. პირი შემკულია ბრინჯაოს ხანის ანიმალისტიკური სიუჟეტებით.  ჩინეთი, პეკინი.

***

ხანჯალი. ბ–ნ ბაგრატ მანველაძის პირად კოლექცია, საქართველო, ბათუმი.

 ***

ხანჯალი ვერცხლის მოოქროვილი ქარქაშით, ზღვის ლომის ეშვისაგან გაკეთებული ტარით და პირი შემკული ბრინჯაოს ხანის ორნამენტებით. საქართველო, თბილისი. ბ–ნ ლევან შანიძის პირადი კოლექცია.

***

სანადირო დანები. კათალიკოს პატრიარქმა საჩუქრად გადასცა კვიპროსში მართლმადიდებელ, მაღალ სასულიეორო პირებს.

***

ამერიკელი მოქალაქეების, პოლკოვნიკ დევიდ ჰარვეისა და პოლკოვნიკ ფილიპ ჰოვარდის პირად კოლექციებში (ამერიკული საზღვაო ქვეითი სადესანტო ნაწილის ჯარისკაცები).

***

ამერიკელი მოქალაქეების მაიორ ლეჰმანის და მაიორ ერიკის პირად კოლექციებში (ამერიკული საზღვაო ქვეითი სადესანტო ნაწილის ჯარისკაცები). 

***

ადრეული ნამუშევარები. პირად კოლექციებში.

***

ადრეული ნამუშევარი. პირად კოლექციებში.

***

სანადირო დანები. ამერიკელი ოფიცრის პირად კოლექციაში.

***

სანადირო დანები. ამერიკელი ოფიცრების პირად კოლექციაში.

***

სანადირო დანები. გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის პირად კოლექციაში.

***

სანადირო დანები. ამერიკელი ოფიცრების პირად კოლექციაში.

***

სანადირო დანები. პატარა დანა ვაშინგტონში – საზღვაო ქვეით ოფიცრის პირად კოლექციაში. მოერე დანა საქართველოში.

***

სანადირო დანები. სპარსეთი, ირანის რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის პირად კოლექციაში. მეორე დანა ირანის რესპუბლიკის ხატამის პირად კოლექციაში.

***

 

  

ბაჩანა ადამიას კოლექცია, თბილისი.

ბაჩანა ადამიას კოლექცია, თბილისი.

 

kaxaber ZarnaZe

  მთავარი გვერდი  I  ჩვენს შესახებგალერია I პუბლიკაციები I სიახლე  I  ბმულები

Copyright © 2005 www.georgians-weapons.ge